მეთოდის ეფექტურობის წერილობითი ანგარიში


კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ტექსტიდან აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე. მოტივაცია კითხვის სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამიტომაც ავთენტური (რეალური, კონკრეტული), საინტერესო ლიტერატურის გამოყენება, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ მოზარდებს კითხვის მოტივაცია გავუღვივოთ, ამ მეთოდის ქვაკუთხედია.
ერთის მხრივ, წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და, მეორე მხრივ, ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია  ,,დიდი წიგნების ერთობლივი” კითხვა.
კლასში იყო პრობლემები:
1. ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა;
 2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა;
 3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ;
 4. ტექსტის მთლიანობაში აღქმა.
2012-2013 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს ყველა ასო-ბგერა, მაგრამ საკითხავ სავარჯიშოებზე მუშაობა ძალიან უჭირდათ. ვაკვირდებოდი ამ პრობლემას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, ბევრს ვავარჯიშებდი კითხვაში, ვიყენებდი მრავალფეროვან სტრატეგიებს კითხვის ტექნიკის გავარჯიშებისათვის, მაგრამ დადებითი ეფექტი მაინც ვერ მივიღე. ამიტომ გადავწყვიტე, გამომეყენებინა მეთოდი: ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა დიდი წიგნების გამოყენებით.’’
ეს პრობლემა წამოვჭერი დაწყებითი კლასების კათედრაზე. ბევრი ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ, კოლეგებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები, გავითვალისწინე მათი გამოცდილება და დავისახე მიზნად მეთოდის პრაქტიკულად განხორციელება.
ჩემი კვლევის ინტერესს წარმოადგენდა აღნიშნული მეთოდის ეფექტურობის დადგენა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოვიძიე პროფესიული ლიტერატურა - ,,კითხვის ეფექტური სტრატეგიები 1’’. კვლავ განვიხილე ეს საკითხი კოლეგებთან. მოვიძიე ინფორმაცია, იქნა თუ არა გამოყენებული ზემოთ აღნიშნული მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში და აღმოვაჩინე, რომ ქუთაისის N32 და N17 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს კონკრეტული მეთოდი და დამისაბუთეს მისი გამოყნების ეფექტურობა. მათთან გავიარე კონსულტაციები, გავიზიარე გამოცდილება და დავიწყე მუშაობა მეთოდის პრაქტიკულად განხორციელებისათვის. (იხილეთ გეგმა). 
მეთოდის აქტიურად გამოყენებამ მიმიყვანა ეფექტურ შედეგამდე: მოსწავლეებმა შეძლეს მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან აზრის გამოტანა; ტექსტის მთლიანობაში აღქმა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ.
ამასთან დაკავშირებით მოვაწყვე გრანდიოზული ღონისძიება - ,,წიგნი-ცოდნის გასაღები’’, რომელშიც ნათლად ჩანდა ამ მეთოდის დადებითი მხარეები. ღონისძიებაზე მოვიწვიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი; სრული პროფესორი ლეილა აბზიანიძე;  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების უფროსი, პედაგოგიური ფაკულტეტის, პედაგოგიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ღირსების ორდენოსანი იმერ ბასილაძე; ასოცირებული პროფესორი  ნატალია დვალი; ქალბატონი ნათელა ბერაძე;
აგრეთვე იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი, დირექტორის მოადგილე მერაბ გრიგოლაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე ბელა დურგლიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია კუხიანიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნატალია ჩარკვიანი, ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N26 ფილიალის უფროსი თეა კორძაძე, ამავე ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნანა როხვაძე, Iა კლასის მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება თემატიკასთან დაკავშირებით, შეაფასა ღონისძიება და მოსწავლეებს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.
კვლევის შედეგების განხილვა მოვახდინე დაწყებითი კლასების კათედრაზე; ვიმსჯელეთ რამ იმუშავა კარგად და რამ არა. ყოველგვარი ამ მოქმედებებს ორგანიზებული და სტრუქტურირებული სახე ჰქონდა. შეიძლება ითქვას, გაცილებით მეტი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, როგორც კოლეგებისგან ასევე მოსწავლეებისგან, რომელსაც კიდევ ერთხელ გავაანალიზებ და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ.
ასეთი  მეთოდით  სწავლება  მოსწავლეთათვის  საინტერესოდ  და  სახალისოდ  მიმდინარეობს,  იწვევს  მოსწავლეთა  მაღალ  მოტივაციას. რაც  მთავარია,  ამ  მეთოდით  გარანტირებულია  გააზრებული  კითხვის  უნარის  ჩამოყალიბება.
მთლიანი  ენის  მიდგომამ  ახალი  თეორიული  დასაბუთება  შეიძინა  ე.წ.  ემერჯენტული  წიგნიერების  კონცეფციის  სახით,  რაც  გამომჟღავნებას,  ზედაპირზე  ამოტანას  გულისხმობს.



No comments:

Post a Comment