მეთოდის ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა
დიდი წიგნების გამოყენებით” ეფექტურად განხორციელებისათვის მოსწავლეებთან ერთად შევქმენი
,,დიდი წიგნი” იაკობ გოგებაშვილის ცნობილი ქართული ნაწარმოების ,,კეთილი გულის” საფუძველზე.
,,დიდი წიგნი” არის გაზეთის
ზომის წიგნი, რომელშიც
ტექსტი მსხვილი, მუქი და კარგად
ხილვადი ასოებითაა მოცემული,
ისე, რომ გარკვეულ
დისტანციაზე მსხდომმა ბავშვებმა
წაკითხვა შეძლონ. ეს ნიშნავს, რომ ასოები 3,5სმ-დან
5 სმ-მდე ზომის უნდა იყოს. სასურველია, თითოეულ
გვერდზე მარტივი ნახატებიც
განთავსდეს. ეს დაეხმარება
მოსწავლეებს, უკეთ აღიქვან
ტექსტის შინაარსი. ტექსტი არ უნდა იყოს დიდი და მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა
გამოცდილებას.
თავიდან ბავშვები სიტყვების ამოკითხვაზე არ მიმუშავებია,
ვინაიდან მათ არ იცოდნენ კითხვა/დეკოდირება. ისინი ვიზუალურად იმახსოვრებდნენ მთლიან
სიტყვებს და წინადადებებსაც კი. მოსწავლეები მთლიანობაში აღიქვამდნენ ტექსტს და არა
ნაწილ-ნაწილ. ისინი კითხულობდნენ ,,აუდიტორული მეხსიერებით". ასეთი გაკვეთილების ჩატარება ბევრჯერ დამჭირდა, თუმცა
საბოლოოდ მიმიყვანა ეფექტურ შედეგამდე:
მოსწავლეებმა შეძლეს მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან
აზრის გამოტანა; ტექსტის მთლიანობაში აღქმა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის
მიმართ.
ასეთი მეთოდით სწავლება
მოსწავლეთათვის საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს,
იწვევს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას.
რაც მთავარია, ამ მეთოდით გარანტირებულია გააზრებული
კითხვის უნარის ჩამოყალიბება.
No comments:
Post a Comment