მეთოდის სახელწოდება:
კითხვის
სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა
,,დიდი წიგნების” გამოყენებით.
სამიზნე უნარები
კითხვის ასპექტების მიხედვით:
ტექსტის
მახასიათებლების ცოდნა;
ფონეტიკური
ცოდნა;
გამართული
კითხვა;
ლექსიკური
მარაგი;
გაგება.
კითხვის
ტექნიკის გავარჯიშება ; ინოვაციური
მეთოდის დანერგვა სასწავლო
პროცესში; მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარება.
მეთოდის
მნიშვნელობა
თანამედროვე ქართულ სკოლაში კითხვის
სწავლების აქტუალობაზე ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო გამახვილდა.
ეფექტური კითხვის უნარი, პრაქტიკულად ყველა საგანში სწავლისა და აკადემიური წარმატების ფუნდამენტია, ვინაიდან მოსწავლეებს
სხვადასხვა საგანში განსხვავებული ტიპის ტექსტებთან უწევთ მუშაობა. კითხვის
სწავლება სცილდება მშობლიური ენის პროგრამის ფარგლებს და საგნობრივი კათედრების
პასუხისმგებლობებს უერთდება. კვლევები ცხადყოფს, რომ თუ ბავშვმა ცხრა წლის ასაკს
ისე გადააბიჯა,
რომ კითხვის საბაზისო უნარები არასათანადოდ ჩამოუყალიბდა, მისი შემდგომი
აკადემიური მოსწრება დიდი საშიშროების წინაშე დგება. კითხვის
უნარის განმტკიცება დაწყებითი საფეხურის გავლის შემდეგაც , ანუ საბაზო და
საშუალო საფეხურზეც ძალზედ მნიშვნელოვანია . ეს გულისხმობს
სასწავლო პროცესის გამდიდრებას ახალი მეთოდებით, სტრატეგიებითა და მრავალფეროვანი
საკითხავი მასალით.
კითხვის უნარის
ჩამოყალიბება და განვითარება
რამდენიმე ძირითად ასპექტს
მოიცავს:
ზეპირი მეტყველება;
წიგნისა და ტექსტის
მახასიათებლების ცოდნა; ფონეტიკური
ცოდნა/ ანბანის ცოდნა; ლექსიკური
მარაგი/ სიტყვების ცოდნა; მთლიანი სიტყვების
ამოცნობა; გამართული კითხვა;
გაგება/ გააზრება/ მნიშვნელოვანი
კონსტრუირება.
მთლიანი ენის (ჰოლისტური) მიდგომის
მიმდევრები ეყრდნობიან მოსაზრებას,
რომ ბავშვი წერა-კითხვას
საკუთარ ენობრივ კომპეტენციასა
და უნარ-ჩვევაზე დაყრდნობით
ითვისებს; მეტყველებას ენის
აქტიური პრაქტიკული გამოყენების პროცესში ეუფლება; ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან
ცდილობს შეცდომის გასწორებას, „ცდისა და
შეცდომის მეთოდით“ სწავლობს მოსმენასა და ლაპარაკს. ზუსტად ასევე აითვისებს
კითხვასა და წერას, საამისოდ მას კი სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ. თუ უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვის ენობრივ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მისთვის უფრო
გასაგები და მისაღებია კონკრეტული შინაარსის, კონკრეტული ნაცნობი სიტყვის
ამოკითხვა, ვიდრე შინაარსისაგან დაცლილი და აზრს მოკლებული ასოებისა თუ მარცვლების
კითხვა.
განხორციელების
გზები
ძირითად რესურსს
დიდი წიგნები წარმოადგენს.
,,დიდი წიგნი” არის გაზეთის
ზომის წიგნი, რომელშიც
ტექსტი მსხვილი, მუქი
და კარგად ხილვადი
ასოებითაა მოცემული, ისე,
რომ გარკვეულ დისტანციაზე
მსხდომმა ბავშვებმა წაკითხვა
შეძლონ. ეს ნიშნავს,
რომ ასოები 3,5სმ-დან
5 სმ-მდე ზომის
უნდა იყოს. სასურველია,
თითოეულ გვერდზე მარტივი
ნახატებიც განთავსდეს. ეს
დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ
აღიქვან ტექსტის შინაარსი. ტექსტი არ
უნდა იყოს დიდი
და მისი ზომა
უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა
გამოცდილებას.
განვითარების ეტაპები:
პირველი
ეტაპი : მთლიანობითი კითხვა , რომელიც წინ უსწრებს ანალიზს.
მიმდინარეობა:
- მთლიანი ტექსტის დასწავლა კითხვით. დანაწევრება წინადადებებად, სიტყვებად.
- უკვე ნაცნობი სიტყვებისაგან და წინადადებებისაგან ახალი საკითხავი ტექსტის შედგენა და წაკითხვა.
მეორე ეტაპი :
ასოებისა და ბგერების ანალიზი.
მიმდინარეობა:
- ოპტიკური ანალიზი: ნაწერი სიტყვების შედარება, სიტყვების მსგავსი ნაწილების დადგენა, განსხვავებული ნაწილების გამოცალკავება.
- აკუსტიკური ანალიზი: სიტყვების ბგერებად დაშლა, სიტყვათა შედგენა ნაწილებისაგან.
მესამე ეტაპი:
სინთეზის განხორციელება
მთლიანობითი კითხვის შენარჩუნებით.
მიმდინარეობა
- მთლიანი სტრუქტურების აღმშენებლობა სიტყვებად, წინადადებად ან ტექსტად.
- სიტყვებით ,,ჯადოქრობა“.
- ცალკეული მარცვლებით სიტყვების შედგენა, სიტყვაში დაკლებული ნაწილის აღდგენა, წინადადებებში დაკლებული სიტყვების აღდგენა, წინადადებების ჩასმა მთლიან კონტექსტში.
- კითხვის უნარის თანდათანობითი განმტკიცება_ ნაცნობ ტექსტში ახალი სიტყვების ჩასმა და ტექსტის წაკითხვა.
ასეთი მეთოდით
სწავლება მოსწავლეთათვის საინტერესოდ
და სახალისოდ მიმდინარეობს,
იწვევს მოსწავლეთა მაღალ
მოტივაციას. რაც მთავარია, ამ
მეთოდით გარანტირებულია გააზრებული
კითხვის უნარის ჩამოყალიბება.
მთლიანი
ენის მიდგომამ ახალი
თეორიული დასაბუთება შეიძინა
ე.წ. ემერჯენტული წიგნიერების
კონცეფციის სახით, რაც
გამომჟღავნებას, ზედაპირზე ამოტანას
გულისხმობს.
სამიზნე ჯგუფი:
I კლასი
მოსწავლეთა
ასაკი:
5-6 წელი.
დამხმარე საშუალებები
და რესურსები:
დიდი
ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და დიდი
ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი,
სიტყვების ლოტო, ფერადი ფურცლები,
წებო, ფერადი ფანქრები,
საღებავები, მაკრატელი.
მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლე შეძლებს
მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას და გადმოსცეს
მარტივი ინფორმაცია მისთვის
ნაცნობ თემაზე და
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წაკითხულის
მიმართ; გავარჯიშდება კითხვის
ტექნიკა; ხელი შეეწყობა
ინოვაციური მეთოდების დანერგვას;
მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებას; თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
რაც მთავარია, მოსწავლე
ყალიბდება აქტიურ მკითხველად.
ფასილიტატორი
ნინო გამყრელიძე